საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ქართველი ისტორიკოსების დელეგაციის ბუქარესტში ვიზიტის თაობაზე

24-27 სექტემბერს, ქართველ ისტორიკოსთა დელეგაცია, ისტორიკოსთა ქართულ-რუმინული კომისიის შექმნის მიზნით, ბუქარესტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ქართველი ისტორიკოსები შეხვდნენ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ბ-ნ დან ნეკულაესკუს, რომელმაც დაადასტურა რუმინული მხარის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს მსგავსი კომისიის შექმნას, რა მიზნითაც უახლოეს მომავალში თბილისში რუმინელ ისტორიკოსთა საპასუხო ვიზიტი შედგება.

ქართველი მეცნიერები ასევე შეხვდნენ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, ასევე, ამავე სამინისტროს დიპლომატიური არქივის დირექტორს. ორმხრივად საინტერესო თემებზე გაიმართა დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა რუმინეთის ეროვნულ არქივის დირექტორთან და რუმინული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა ინსტიტუტის და ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორებთან და ამავე ინსტიტუტების წამყვან მეცნიერ-თანამშრომლებთან.

ვიზიტის დასასრულს,  27 სექტემბერს, ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს, ქართველი ისტორიკოსები ბუქარესტში ანთიმოზის მონასტერს ეწვივნენ და სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ.

ისტორიკოსთა ქართულ-რუმინულმა კომისია გამოიკვლევს დღემდე უცნობ თუ ნაკლებად ცნობილ ისტორიულ დეტალებს ორი მეგობარი ქვეყნის 300 წლოვანი ურთიერთობიდან, დაწყებული ანთიმოზ ივერიელის ხანიდან უახლოეს პერიოდამდე.