საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუმინელი მწერლის ეუჯენ ენეა კარაგიაურის ვიზიტი საქართველოს საელჩოში

23 ოქტომბერს საქართველოს საელჩოს ბუქარესტში ეწვია კანადაში მცხოვრები რუმინელი მწერალი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, ეუჯენ ენეა კარაგიაური, 95 წლის (დაბ. 15 დეკემბერს, 1923 წელს, ქ. კომრატში, დღევანდელი მოლდოვის რესპუბლიკა). ბატონ კარაგიაურის მამა პროფ. შტეფან კარაგიაური იყო კუმანური (ანუ ყივჩაღური) წარმოშობის პანჩიუს თავადი, ხოლო დედა ალექსანდრა მარია ჟოზეფინა დადიანი, რომელმაც საქართველო გასაბჭოების შემდეგ დატოვა და რუმინეთში გადასახლდა.

თავად ბატონმა ეუჯენმაც, ვერ შეეგუა რა რუმინეთში კომუნისტური რეჟიმის დამყარებას, 1951 წელს, იუგოსლავიის გავლით კანადას შეაფარა თავი. არის რუმინეთის და მოლდოვის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის წევრი. ეუჯენ კარაგიაურმა საქართველოს საელჩოს საჩუქრად გადასცა მის მიერ შესრულებული "ვეფხისტყაოსნის" ახალი პოეტური თარგმანი რუმინულ ენაზე, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცა ბუქარესტში.