საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კონსტანცის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი საქართველოს საელჩოში

29 ოქტომბერს საქართველოს საელჩოს ბუქარესტში ეწვია საქართველოს დიდი მეგობარი, ანთიმოზ ივერიელის ცხოვრების მკვლევარი, კონსტანცის უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი ნოკოლაე დურე. იგი არის რუმინეთის აკადემიის სრული წევრი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი. 

საქართველოს ელჩთან, ბ-ნ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილთან საუბრისას, განიხილულ იქნა კონსტანცის და ბათუმის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ერთობლივი კულტურული და სამეცნიერო პროექტების განხორციელების საკითხები.