საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული კულინარიის დღე ბუქარესტის ანთიმოზ ივერიელის სახელობის ლიცეუმში

14 ნოემბერს, ბუქარესტის ანთიმოზ ივერიელის სახელობის ლიცეუმის უფროსკლასელებსა და პედაგოგებს საელჩოს თანამშრომლებმა იმერული ხაჭაპურის მომზადების მასტერ-კლასი ჩაუტარეს. ლიცეუმის მოსწავლეებმა ხაჭაპურის მომზადების პროცესში თავადაც მიიღეს მონაწილეობა. 

საელჩოს წარმომადგენლები და ლიცეუმის მოსწავლეები შეთანხდნენ, რომ მომავალში კიდევ ერთ ქართულ კერძს დააგემოვნებენ და რომ საელჩო ხელს შეუწყობს რუმინელ მოზარდებს ქართული კულინარიის ნიმუშები საქართველოში გასინჯონ.