საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის - "აფხაზეთის" დელეგაციის ვიზიტი საელჩოში

19 ნოემბერს, ბუქარესტში საქართველოს საელჩოს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის - "აფხაზეთი" დელეგაცია ეწვია. ცენტრის ხელმძღვანელი, ნაპოლეონ (ნუკრი) მილორავა  და სოციალური საწარმოების წარმომადგენლები რუმინეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, ისინი გაეცნობიან რუმინულ გამოცდილებას და კოლეგებთან საქმიან კავშირებს დაამყარებენ. პროექტი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის დაფინანსებით ხორციელდება.