საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მონაწილეობა მიიღო ბუქარესტში გამართულ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციაში

28 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბუქარესტში გამართულ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციაში, რომელსაც ესწრებოდნენ ქარტიის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროს მაღალი დონის ოფიციალური წარმომადგენლები. 

ელჩმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალზე და იმ საერთაშორისო სატრანზიტო-ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვან ადგილს უმკვიდრებს რეგიონში.