საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ქალაქ რიმნიკუ ვილჩას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ბიბლიოთეკაში ფოტო-გამოფენის გახსნის თაობაზე

12 დეკემბერს, რუმინეთში საქართველოს საელჩომ რიმნიკუ ვილჩას ანთიმოზ ივერიელის სახელობის რეგიონალურ ბიბლიოთეკასთან ერთად, ამავე ბიბლიოთეკის შენობაში გახსნა ფოტო-გამოფენა სახელწოდებით „100 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან"

გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბიბლიოთეკის დირექტორმა რემუს გრიგორესკუმ, რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიან ბუშუმ, რეგიონის პრეფექტმა ფლორიან მარინმა, ქალაქის ვიცე-მერმა ეუსებიუ ვეცელეანუმ და რუმინეთში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს მეგობარ საქართველოსთან რთიერთობის მნიშვნელობას და წარმატება უსურვეს ქართველ ერს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნაზე, მის ისტორიაზე, საქართველო-უმინეთის ურთიერთობებზე აღნიშნულ პერიოდში და რუმინელ ხალხს მიულოცა დიდი გაერთიანების 100 წლისთავი.

ქსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო გასული საუკუნის დასაწყისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფისა და ასევე, ქართულ-რუმინული ურთიერთობების ამსახველი ფოტოები. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ რეგიონის კულტურისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე ქალაქის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები.

ღონისძიების შემდეგ, ელჩმა მონაწილეობა მიიღო ქალაქის N5 საჯარო სკოლაში ანთიმოზ ივერიელის სახელობის ცენტრის ინაუგურაციის ცერემონიაში.