საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნის თაობაზე

29 ნოემბერს ქ. კონსტანცის ოვიდიუსის სახ. უნივერსიტეტში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა გამოფენა "100 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან".  გამოფენის გახსნის წინ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეკრებილებთან ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიისა და ამ პერიოდში ქართულ-რუმინული ურთიერთობების შესახებ.  

საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ოვიდიუსის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. სორინ რუგინემ, ტომისის არქიეპისკოპოსმა თეოდოსიმ, კონსტანცის მერის მოადგილემ, ბ-ნმა კოსტინ რესეუცეანუმ, კონსტანცის ისტორიისა და არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ბ-ნმა სორინ მარჩელ კოლესნიუკმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელმა წევრმა, პროფ. ნიკოლაე დურამ. 

30 ნოემბრიდან ექსპოზიცია კონსტანცის ისტორიისა და არქეოლოგიის ეროვნულ მუზეუმში გადაინაცვლებს, სადაც ის ათი დღის განმავლობაში იქნება გამოფენილი