საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ რუმინეთში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე

15 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს ეწვია. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, რუმინეთთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ისკო დასენი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, გიორგი ჭოლაძე,  საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების საკოორდინაციო ოფისის უფროსი, ვახტანგ ქათამაძე.

გაიმართა შეხვედრები რუმინეთის პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან, რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიორიკა დენჩილასთან და რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, კელინ პოპესკუ ტერიჩეანუსთან.

შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, კულტურის, ტურიზმისა და საპარლამენტთაშორისო სფეროებში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ასევე, საქართველოს დელეგაციამ მოინახულა ანთიმოზის მონასტერი და გვირგვინით შეამკო ანთიმოზ ივერიელის ძეგლი.