საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიერ დიმბოვიცას რეგიონში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე

მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი დიმბოვიცას რეგიონს ეწვია და შეხვედრა გამართა დიმბოვიცას რეგიონული საბჭოს თავმჯდომარესთან, დანიელ-ნიკოლაე კომენესკუსთან და ამავე რეგიონის დედაქალაქ ტირგოვიშტეს მერთან, დანიელ კრისტიან სტანთან. 

შეხვედრების ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივებსა და ქალაქ ტირგოვიშტესა და ერთ-ერთი ქართული ქალაქის დაძმობილების საკითხს.