საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო ბაზრობაში საქართველოს საელჩოს მონაწილეობის თაობაზე

9 დეკემბერს, რუმინეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო ბაზრობაში IWA CHRISTMAS BAZAAR- ROMEXPO.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სტენდთან წარმოდგენილი იყო ქართული წარმოების საკვები პროდუქცია, ალკოჰოლური და მინერალური სასმელები, ქართული ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, დაეგემოვნებინა რამდენიმე ქართული კერძი.

დღის ბოლოს, საელჩოს მიერ ქველმოქმედებისათვის მოზიდული თანხის ჯამმა დაახლოებით 1100 ევრო შეადგინა, რაც სრულად გადაეცა რუმინულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს.

საელჩო დიდი მადლობას უხდის გორის საკონსერვო ქარხანა „კულას“, ჩაის ქართულ ბრენდ „გურიელს“, კომპანია „მარანსა“ და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.