საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი ბაზა

საქართველოსა და რუმინეთს შორის ხელმოწერილია რამდენიმე ათეული დოკუმენტი, მათ შორის, კულტურის, მეცნიერების, ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში. ძალაში მყოფი ორმხრივი შეთანხმებებია:

  1. „საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი.
  2. „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისშესახებ“ შეთანხმება 
  3. საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის სასოფლო სამეურნეო და კვების მრეწველობის დარგში ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
  4. „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ“ შესახებ შეთანხმება.
  5. „საქართველოსა და რუმინეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შესახებ ხელშეკრულება.
  6. „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ.“ შესახებ შეთანხმება.
  7. „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისშესახებ“ შეთანხმება.
  8. „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუმინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ნაცვალგების წესით სავიზო მოთხოვნათა გაუქმების შესახებ“ ხელშეკრულება.
  9. „საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და რუმინეთის სტატისტიკის ეროვნულ კომისიას შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
  10. „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია.
  11. „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება.
  12. „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საერთაშორისო კომბინირებული გადაზიდვების შესახებ“ შეთანხმება.
  13.  საქართველოსა და რუმინეთის საკონსულო კონვენცია.
  14. „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის განათლების, კულტურისა მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
  15. „საქართველოს საპატენტო უწყებასა და რუმინეთის საპატენტო უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
  16. „საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტსა და რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ეროვნულ არქივებს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი.
  17. „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
  18. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის პერსონალის ურთიერთმომზადების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
  19. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
  20. „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება.
  21. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო-სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
  22. „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და პრეკურსორებით უკანონო ვაჭრობისა და სხვა მძიმე დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
  23. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორისევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში“ თანამშრომლობის მემორანდუმი.
  24. დამატებითი ოქმი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის პერსონალის ურთიერთმომზადების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერილი 1999 წლის 26 ოქტომბერს ბუქარესტში“.
  25. „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის ნავთობის, გაზის და ენერგოშემცველების ტრანსპორტირების მარშრუტების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი.
  26. „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
  27. „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება.
  28. „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის კულტურის, განათლების და მეცნიერების, მასმედიის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამა.
  29. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.