საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის ვიზიტი რუმინეთში

21-24 სექტემბერს, რუმინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ფრანკოფონიის მსოფლიო სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში. 

23 სექტემბერს, მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) გენერალურ ასამბლეაზე, სადაც ხაზი გაუსვა, ფრანგულენოვან ქვეყნებთან საქართველოს მეცნიერების და უმაღლესი განათლების კავშირის მნიშვნელობას საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, "ჰორიზონტ ევროპის" და "ერაზმუს+" ჩარჩო-პროგრამებში ქართველი მეცნიერების ჩართულობის ხელშესაწყობად. აქცენტი გაკეთდა ფრანგულენოვანი პროგრამების განვითარებაზე, ასევე ერთობლივი და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების მხარდაჭერაზე, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციას და ქართველ მეცნიერ-მკვლევართა მობილობის გაძლიერებით, მათი ინტეგრირების პროცესს ევროპულ კვლევით დაწესებულებებთან.