საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„ასოცირებული ტრიოს“ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების შეხვედრა რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან

14 ივლისს, „ასოცირებული ტრიოს“ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა, საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, მოლდოვის რეპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ემილ ჟაკოტამ და უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა როჰოვეი პაუნმა შეხვედრა გამართეს რუმინეთის სენატის თავმჯდომარესთან, ანკა დრაგუსთან. 

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო სამი ქვეყნის ერთობლივ გეგმებს ევროინტეგრაციის კუთხით. თავის მხრივ, სენატის თავმჯდომარემ, ანკა დრაგუმ გამოხატა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა ამ ფორმატისა და სამი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ.