საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუმინეთში საქართველოს საელჩოში ქვევრის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ბუქარესტში საქართველოს საელჩოში,  ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ქვევრის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. 

საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა რუმინელ მეღვინეებს, ღვინის იმპორტიორებს, მწერლებსა და ბუტიკური მაღაზიების მფლობელებს, რის შემდეგაც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ირაკლი ჩოლობარგიამ ქვევრის ღვინის მწარმოებლები წარადგინა. 

დეგუსტაციის პარალელურად, ქართველმა საოჯახო მარნების მფლობელებმა ონლაინ ფორმატში წარადგინეს თავიანთი ღვინო და ისაუბრეს უნიკალური ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე.