საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის შეხვედრა რუმინეთის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, როზალია-იბოლია ბიროსთან

29 ივნისს, საქართველოს ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი რუმინეთის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ქ-ნ როზალია-იბოლია ბიროს შეხვდა. 

მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი ღონისძიებების განხორცილებისა და საპარლამენტო დონეზე ვიზიტების გაცვლის საკითხები.