საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია 26 მაისს, ქალაქ ბრაშოვში გამართული ღონისძიების შესახებ

26 მაისს, რუმინეთში საქართველოს საელჩოს, ქალაქ ბრაშოვის მერიისა და "ომში დაღუპულ გმირთა სასაფლაოზე ზრუნვის გერმანული გაერთიანების" ერთობლივი ორგანიზებით, ქალაქ ბრაშოვში გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილის, სოლომონ ზალდასტანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

საფლავის ქვის აღმართვის ცერემონია სიტყვით გახსნეს საქართველოს ელჩმა რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და ბრაშოვის ვიცე-მერმა ფლავია ბოგიუმ. 
ცერემონიის დასასრულს, სოლომონ ზალდასტანიშვილის საფლავის ქვა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ელჩმა რუმინეთში და ქალაქ ბრაშოვის ვიცე-მერმა. ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ რუმინეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც სამხედრო პატივი მიაგეს პოლკოვნიკ ზალდასტანიშვილის ხსოვნას. 

ამასთან, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა გადაიხადეს პოლკოვნიკ ზალდასტანიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. 

ღონისძიება მიეღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.