8 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა ერთ-ერთი მომხსენებლის რანგში, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა თურქმენეთის მიერ, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების 25 წლისთავს.
მოხსენების თემა იყო „საქართველო და თურქმენეთი: განსხვავებული ვექტორები - საერთო ინტერესები“. ელჩმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერობებზე, ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირებზე და კასპიის ზღვა - შავი ზღვის ოთხმხრივი სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე, რომლის მონაწილეებიც არიან საქართველო, რუმინეთი აზერბაიჯანი და თურქმენეთი.