საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის ვიზიტი ქალაქ კონსტანცაში

31 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ქალაქ კონსტანცას ეწვია და შეხვედრები გამართა  ახლადდანიშნულ საქართველოს საპატიო კონსულთან კონსტანცაში, ბატონ იანკუ ადრიან სტავროსიტუსა და ქალაქ კონსტანცის მერთან, ბატონ დეჩებალ ფეგედეუსთან.

შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ეკონომიკური კავშირების განმტკიცება შავი ზღვის რეგიონში, ქ. კონსტანცისა და ქ. ბათუმის დაძმობილება  და საქართველოს საპატიო კონსულის როლი და ამოცანები ამ კავშირების გაღრმავების კუთხით. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, დავით კაპანაძე.