საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო ბაზრობაში საელჩოს მონაწილეობის შესახებ

8 დეკემბერს, რუმინეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო ბაზრობაში IWA CHRISTMAS BAZAAR 2019. 

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სტენდთან წარმოდგენილი იყო ქართული წარმოების საკვები პროდუქცია, ალკოჰოლური და მინერალური სასმელები, წიგნები საქართველოს შესახებ და ქართული ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშები.
დღის ბოლოს, საელჩოს მიერ ქველმოქმედებისათვის მოზიდული თანხის ჯამმა დაახლოებით 800 ევრო შეადგინა, რაც სრულად გადაეცა რუმინულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს.