საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია რუმინეთის სამეფო გვირგვინის მცველის, მისი უდიდებულესობა მარგარეტას სახელით ორგანიზებულ წინასაშობაო ღონისძიებაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მონაწილეობის თაობაზე

21 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა მეუღლესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო რუმინეთის სამეფო გვირგვინის მცველის, მისი უდიდებულესობა მარგარეტას სახელით ორგანიზებულ ყოველწლიურ წინასაშობაო ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა რუმინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისათვის.

საგულისხმოა, რომ მისმა აღმატებულებამ თავის ყოველწლიურ წინასაშობაო სიტყვაში, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ აგრესიაზე.

შეხვედრის ოფიციალური ნაწილის შემდეგ გამართულ მიღებაზე ელჩმა მადლობა გადაუხადა მის უდიდებულესობას საქართველოს მხარდამჭერი გზავნილის გაჟღერებისათვის.