საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოსა და რუმინეთის სავაჭრო-სამრწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მომორანდუმის გაფორმების თაობაზე

2019 წლის 8 მაისს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი და ამავე პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ ბაიბურთი ბუქარესტს ეწვივნენ.

რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნეს-ცენტრში გამართული შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ორ მხარეს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასა და იმ საერთო ეკონომიკური ამოცანების განხორციელებას, რაც ორი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, მხარეებს საშუალებას აძლევს, იყვნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი.

საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს რუმინეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „შავი ზღვის მდგრადი განვითარება“.