საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილისა და რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის, ემილ კონსტანტინესკუს შეხვედრის თაობაზე

31 იანვარს, ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი შეხვდა რუმინეთის ყოფილ პრეზიდენტს, ემილ კონსტანტინესკუს, რომელიც ლევანტის კულტურისა და ცივილიზაციის კვლევითი ინსტიტუტის ფუძემდებელია.

საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონში არსებულ კონფლიქტებს, მათი მშვიდობიანი გზით გადაჭრის შესაძლებლობებსა და ამ საქმეში სახალხო და კულტურული დიპლომატიის როლს.

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავის ფარგლებში, საელჩოსა და ლევანტის ინსტიტუტის თანამშრომლობით, განხორციელდება რამდენიმე ერთობლივი პროექტი.