საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის შეხვედრა რუმინეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან, კონსტანტინ ბოგდან მატეისთან

18 იანვარს, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით, ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა შეხვედრა გამართა რუმინეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან, კონსტანტინ ბოგდან მატეისთან. 

მხარეებმა განიხილეს სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხი და თანამშრომლობის შესაძლებლობები რუმინულ-ქართული ურთიერთობების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი აქტივობების ფარგლებში.