საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუასა და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ილია გიორგაძის შეხვედრა უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველთან

20 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ და ელჩმა ილია გიორგაძემ შეხვედრა გამართეს უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველთან ბოგდან აურესკუსთან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ევროპულ და ევროტალანტიკური მისწრაფებებისადმი.